ბელარუსმა არამეგობარი ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელშიც საქართველო არაა. ინფორმაციას ბელარუსული სახელისუფლებო გამოცემა Belta ავრცელებს.
რამდენიმე კვირის წინ მსგავსი სია შეადგინა რუსეთმაც, სადაც საქართველო შეყვანილი ასევე არ იყო.
ბელარუსის სიაში არიან:
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
ავსტრალია
კანადა
ლიხტენშტაინი
ნორვეგია
ახალი ზელანდია
ალბანეთი
ისლანდია
ჩრდილოეთ მაკედონია
გაერთიანებული სამეფო
აშშ
მონტენეგრო
არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბელარუსს პლაცდარმად იყენებს. ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამართლებს უკრაინაზე თავდასხმას და რუსეთის რიტორიკას იზიარებს. ამის გამო კი რუსეთის მსგავსად დასავლური ქვეყნები სანქციებს ბელარუსსაც უწესებენ.