“კარგად დავაკვირდეთ ომის მსვლელობას უკრაინაში” – ილია ჩაჩიბაია

ილია ჩაჩიბაია – კარგად დავაკვირდეთ ომის მსვლელობას უკრაინაში, სახმელეთო შეტაკებები მცირდება, სამაგიეროდ საჰაერო დაბომბვები ყოველდღიურად უფრო ინტენსიური ხდება.

კარგად დავაკვირდეთ ომის მსვლელობას უკრაინაში, სახმელეთო შეტაკებები მცირდება, სამაგიეროდ საჰაერო დაბომბვები ყოველდღიურად უფრო ინტენსიური ხდება. გულისტკივილით ვამბობ, თუ ეს საშინელება დიპლომატიის გზით არ შეწყდება, ომს უფრო მეტი მსხვერპლი ეყოლება.

რა გვინდა ჩვენ, იგივე მოხდეს საქართველოში თუ დროული მოლაპარაკება ვაწარმოოთ რუსეთთან? უკრაინა ერთ თვეზე მეტია დიალოგზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, ნეიტრალიტეტზე და პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს. დაგვიანებულია. ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა.

დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის მოსკოვში ვიზიტზე, ზოგიერთებმა რომ ატეხეს ქოთ-ქოთი: რუსეთთან დიალიგი როგორ შეიძლება, უკრაინის ომის ფონზე ეს ღალატიაო. იქნებ გამარკვიოთ, უკრაინა რომელი ჩვენი სამშობლოა, რომ ვუღალატით, ან ნეიტრალიტეტზე საუბარი რატომ არის ვინმეს ან რამეს ღალატი?!

ირმა ინაშვილის დედა უკრაინელია, გვარად მარტინენკო. უამრავი ნათესავი ყავს იქ. თუ ვინმე განიცდის ომს – ეს ირმა ინაშვილია, ამავდროულად კი მოქმედებს, რომ საქართველოს თავიდან აარიდოს იგივე უბედურება. ეს გმირობაა!

დიდი საინფორმაციო პროპაგანდა მიმდინარეობს. უკრაინის მხარდაჭერა მარაზმში გადაიყვანეს, ზოგიერთი იმასაც ამბობს: მე ქართველობა აღარ მინდა, უკრაინელი ვარო. ყველას აგენტს უწოდებენ, ვინც იტყვის, რომ საქართველოში ომი არ უნდა. თქვე დალოცვილებო, სოხუმზე და ცხინვალზე არ გისაუბრიათ ამდენი …

კოლექტიური სააკაშვილების მიერ ორგანიზებული მთელი ეს პროცესი მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას ტრაგიკულ ომში, მანამდე კი სახელმწიფო გადატრიალების გზით ნაცმოძრაობის დაბრუნებას. ფაქტია, ამ ყველაფერს ხელს უწყობს “ქართული ოცნება”. ხელისუფლების გადაბარების პროცესი გრძელდება. წერს ილია ჩაჩიბაია

წყარო: infoanalytical.ge