სემეკში ირიგაციის სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

სემეკში ირიგაციის სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენლებმა ექსპერტებს ირიგაციის სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით სემეკის ხედვები გააცნეს.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონით, სემეკს მელიორაციის ტარიფის დადგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავების უფლებამოსილება დაეკისრა. შესაბამისად, ამ პროცესში კომისიისთვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება

 

“იმედინიუსი”