კახა კალაძე – არის თარიღები, რომელიც გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას და თან ეროვნული სიამაყის საფუძველია, ასეთია 9 აპრილი, ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე.
არის თარიღები, რომელიც გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას და თან ეროვნული სიამაყის საფუძველია, ასეთია 9 აპრილი, ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაში, რომელსაც 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.
– „ისტორიაში არის თარიღები, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას, მეორე მხრივ კი, ეროვნული სიამაყის საფუძველია. ასეთი თარიღია 9 აპრილი – ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი.
1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული აქტის მიღებით დაგვირგვინდა“ – აღნიშნავს კახა კალაძე.
წყარო: ptn.ge