Politico: აშშ შიშობს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს

Politico: აშშ ძალიან წუხს საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის გამარჯვების დიდი შანსებით.

აშშ-ის მთავრობა საფრანგეთის საარჩევნო კამპანიას შეშფოთებით უყურებს, მარი ლე პენის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლის შიშით. ამის შესახებ გამოცემა Politico – იუწყება.

გაზეთის წყაროები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის თვალსაზრისით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებამ „შეიძლება მოახდინოს დასავლური კოალიციის რღვევა მოსკოვის წინააღმდეგ“, ასევე შესაძლებელია გაიზარდოს ალიანსის რღვევის საფრთხე.

სხვა ევროპულ სახელმწიფოებში კი ნატოს მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ლე პენის ხელისუფლებაში მოსვლას რუსეთის ფედერაციის „ყველაზე დიდ გამარჯვებად“ აღიქვამს საგარეო პოლიტიკაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარი ლე პენმა მხარი არ დაუჭირა რუსეთიდან ნედლეულის წინააღმდეგ სანქციებს და რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის მიწოდების ემბარგოს.

მანამდე ლე პენმა ანტირუსულ სანქციებს ისტორიული და გეოპოლიტიკური შეცდომა უწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

წყარო: infoanalytical.ge