ირმა ინაშვილი – სოზარ სუბარს ვინმემ აუხსნას, რომ არანაირი საჯარო შეხვედრა, საჯარო საუბარი მშვიდობაზე და ნეიტრალიტეტზე არ შეიძლება იყოს გამყიდველობა.
ერთ დროს სააკაშვილის იდეურ თანამებრძოლს – სოზარ სუბარს ვინმემ აუხსნას, რომ არანაირი საჯარო შეხვედრა, საჯარო საუბარი მშვიდობაზე და ნეიტრალიტეტზე არ შეიძლება იყოს გამყიდველობა.
საუბარი ახლაა საჭირო, ვიდრე საქართველოზე შავი ღრუბლები მოიყრის თავს. მერე გვიან იქნება! სამშვიდობო სიტყვით ვერაფერს გაყიდი, ხოლო ნაცმოძრაობის მხრიდან გაყიდული ბევრი რამ გვახსოვს. მთავარი გვახსოვს ქართული მიწები.
აი, ამ ნაცმოძრაობას აცოცხლებდა და ასულდგმულებდა 2012 წლის შემდეგ (ახლაც აცოცხლებენ) სოზარ სუბარიც და მისი პარტიაც და ესაა გამყიდველობა. ესაა ქართველი ხალხის ღალატი და არა რუსეთთან ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე ლაპარაკი. წერს ირმა ინაშვილი
წყარო: infoanalytical.ge