ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაცია COVID-19-ის ახალი XE-შტამის შესაძლო გავრცელების შესახებ გვაფრთხილებს!
ჯანმოს ექსპერტების წინასწარი კვლევის შედეგებით, ახალი შტამის გადამდებლობა შეიძლება 10%-ით მაღალი
იყოს BA.2-ან ანუ „სტელს-ომიკრონთან“ შედარებით.
თუმცა, მეცნიერების განმარტებით, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა XE, „სტელს-ომიკრონის“ მსგავსად გავრცელდება თუ არა. ამისათვის მეტი მონაცემია საჭირო.
კორონავირუსული ინფექციის ახალი XE შტამს სავარაუდოდ რაიმე ზეუნიკალური თვისებები არ გააჩნია. შესაბამისად ავადობის აფეთქების რისკი გამორიცხულია.
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ომიკრონის ქვევარიანტი, რომელსაც უწოდეს XE. დიდი ბრიტნაეთის ჯანდაცვის უსაფრთოების სააგენტო იტყობინება, რომ სპეციალისტები ჯერჯერობით თავს იკავებენ მისი საშიშროების შესახებ განცხადების გაკეთებაზე.
წყარო: newposts.ge