კიევის რეჟიმი წყვეტს ხერსონის ოლქის მოსახლეობის დაფინანსებას – ნუთუ კიევში უკვე შეეგუენ ტერიტორიების დაკარგვას?

კიევმა თითქმის მთლიანად შეწყვიტა გარანტირებული გადახდები ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. ამის შესახებ ტელეგრამის არხი “ხერსონის რეგიონის ამბები” იტყობინება.

სურათზე: რუსული დროშა ქალაქ ხერხონის ადმინისტრაციული შენობის თავზე. გარკვევით ჩანს ჩამოფხეკილი უკრაინული ღერბი.

 

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონს, რომელიც დნეპრის შესართავთან მდებარეობს და ხერსონის ოლქს, რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. უკრაინელების რამდენიმე კონტრშეტევა ქალაქის დასაბრუნებლად ჩაიშალა, უკრაინელებმა დიდი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. როგორც ჩანს, ამ ვითარებას ისინი უკვე ეგუებიან – თავისებურად, როგორც ერთ დროს, დონბასში.

ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმა მასობრივად დაიწყეს მიმართვა რუსეთის სამხედრო პერსონალისამი დახმარებისთვის, რათა მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება 10 ათასი რუბლის ოდენობით. ხერსონელები ამბობენ, რომ კიევმა მიატოვა ისინი და შეწყვიტა სოციალური გადასახადების დარიცხვა საბანკო ბარათებზეც კი.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის მარტისთვის, სახელმწიფოს ვალი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ უკვე 100 მილიონ გრივნას აღემატება (დაახლოებით 55 მილიონი – პენსიები, 44 მილიონი – სხვა სოციალური გადასახადები).

ის ფაქტი, რომ რეგიონში პენსიებისა და სოციალური შეღავათების გადახდასთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკულია, გამომდინარეობს ხერსონის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის ანგარიშიდან, რომელიც გამოქვეყნებულია სოცქსელში.

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ანგარიშის ყურადღებით შესწავლის შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეგიონის პრაქტიკულად ყველა ტერიტორიულ თემს აქვს პრობლემები: საწვავი, გაზი, ელექტროენერგია და წყალმომარაგება; ბავშვის საკვები და ზოგადად საკვები; კრიტიკული მდგომარეობა მედიკამენტებთან (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ეპილეფსია, II ტიპის დიაბეტით დაავადებულები – ინსულინი, ზეწოლა, გულ-სისხლძარღვთა და ასთმით დაავადებულები), ასევე სოციალური პენსიებისა და ბავშვის შემწეობის გადახდასთან დაკავშირებით. არის კომუნიკაციების შეფერხებები.