რაც იმედის ეთერში ვიხილეთ “პატრიოტთა ალიანსის” მიზანმიმართული დისკრედიტაციაა

ის ცილისმწამებლური სიუჟეტი, რაც იმედის ეთერში ვიხილეთ “პატრიოტთა ალიანსის” მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

ის ცილისმწამებლური სიუჟეტი, რაც იმედის ეთერში ვიხილეთ “პატრიოტთა ალიანსის” მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

ცილის წამების გარდა, ვხედავთ “ქართული ოცნების” კიდევ ერთ დაუმსახურებელ იერიშს ირმა ინაშვილი – ს წინააღმდეგ.

გავიხსენოთ 2012 – 2018 წლები.

2012 წელს მაშინ, როდესაც ირმა სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ქართული ოცნების ამჟამინდელი “ლიდერშიფი” “ახალაია – ადაეშვილის” ხელის ბიჭობით ცდილობდნენ კარიერის აწყობას.
რომ არა ის კადრები, რომ არა ირმას შეუპოვრობა დღეს ის ხალხი, რომლებიც ტელეკომპანია იმედს ამ სიუჟეტებს უკვეთავს, ვერც ხელისუფლებას ეღირსებოდნენ და უფრო მეტიც, “ახალაია – ადეიშვილის” ჩმორობაში ამოხდებოდათ სული…

გავიხსენოთ 2018 წელი, მაშინ როდესაც ამავე ხალხის დამსახურებით, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიარა დანის პირზე.

როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში სასაცილო და რეიტინგის არ მქონე პერსონას დაუჭირეს მხარი.

2018 წელს ცხვირპირი ჩამოგტიროდათ და მუხლებზე დაჩოქილი იხვეწებოდით, გვიშველეთ რამეო “სააკაშვილი ნაცებთან ერთად ბრუნდებაო” მაშინაც საშველად ირმას მიადექით და თქვენი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ეხვეწებოდით.

თქვენი ბედი, რომ ირმამ ქართველი ხალხი არ მიატოვა და ქვეყანაში ყველაზე საზარელი რევანში არ დაუშვა.

ამყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ თქვენთვის ირმა არა აგენტი არამედ ანგელოზი იყო, რომელსაც თქვენი სიცოცხლე პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გადაერჩინა და გადაარჩინა კიდეც.

წყარო: infoanalytical.ge