თბილისში უცხოელი პროფესორები გაიტაცეს.
ლატვიის მოქალაქეებს თავისუფლება ტაქსის მძღოლმა აღუკვეთა. რიგიდან თბილისში კონფერენაციაზე დასასწრებად ჩამოსული ადამიანები მძღოლმა თანხის გამოძალვის მიზნით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში ჩამოფრენისთავანვე, მგზავრებმა ტაქსი იქირავეს და მას კონკრეტულ სასტუმრომდე მიყვანა სთხოვეს. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მძღოლმა ტურისტებს 250 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა მგზავრების თქმით, მრიცხველზე 23 ლარი ეწერა. პრეტენზიის გამოხატვის შემდეგ, მძღოლმა უცხოელ პროფესორებს ავტომობილის კარებები ჩაუკეტა და კახეთისკენ გაიტაცა. გზად გამტაცებელმა თანხის ოდენობა კიდევ გააორმაგა და გატაცებულებს 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.
გატაცებული ტურისტები სატელეფობნო ზარმა გადაარჩინა, მათ მეგობართან დარეკვა მოასწრეს. საბოლოოდ, სავარაუდო დამნაშავემ ისინი გომბორის უღელტეხილზე დატოვა.
პოლციია გატაცებაში ბრალდებულ ტაქსის მძღლს ამ დრომდე ეძებს. ლატვიის მოქლაქეები ამ წუთებში სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევენ.
tv pirveli