“წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში რაღაც ჩვენი ბერკეტები გვქონდეს და იქ ვიღაც გია ლორთქიფანიძემ და ვიღაც ძუნგლიანებმა გვაჯობონ”- გამსახურდია

დამერწმუნეთ, გონჩარენკოს გულის ჯიბეში გეორგიევსკის ლენტა სადღაც ახლაც ექნება ჩაკეცილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი live“-ში განაცხადა.

„სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. უკმაყოფილება უკრაინიდან არის შესაბამისი უწყების სუსტი ნამუშევარი. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ჩვენ რაღაც ჩვენი ბერკეტები გვქონდეს და იქ ვიღაც გია ლორთქიფანიძემ და ვიღაც ძუნგლიანებმა გვაჯობონ. ალბათ კომუნიკაციის ნაკლებობაც იყო, ალბათ ზოგიერთმა ადამიანმა ვერ გაიაზრა სად იყო, ვის და რას ემსახურებოდა. ამ საქმიანობის გამოძახილია. ჩვენ ჩვენი უდნა გავაკეთოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ არ არიან სწორ გზაზე. რიტორიკა, რასაც უკრაინის ოფიციოზიდან ვისმენთ თავიდან ბოლომდე ტყუილია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

„თავისუფლების დღე“ ამ სახელწოდებით პარლამენტის შენობის წინ პარტია „დროას“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ამ აქციაზე უკრაინის რადას დეპუტატის ალექსანდრე გონჩარენკოს მიმართვაც გავრცელდა.