შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, ამერიკის შუალედურ არჩევნებში ჩაერიოს.
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გამოიყენოს დასავლეთის დახმარება კიევისთვის, როგორც საბაბი ამერიკის საშინაო პოლიტიკაში, მათ შორის არჩევნებში ჩარევისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არ არსებობს ინფორმაცია.
ეს ინფორმაცია Associated Press-მა გაავრცელა.
თუმცა როგორც ამერიკულმა დაზვერვამ, ისევე გამოცემამ ვერ წარმოადგინა ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი.
გამოცემა ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობს და ამის საბაბს პუტინის ანტიდასავლურ რიტორიკაში ხედავს.
ამერიკული დაზვერვა კი, რომელიც არა ერთი სასაცილო განცხადების ავტორი გახლავთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობს და რა თქმა უნდა ვერც ისინი ახერხებენ რაიმე დოკუმენტის წარმოდგენას.
მიუხედავად ამ ყველაფრის ამერიკული დაზვერვა მაინც ირწმუნება, რომ რუსეთი უახლეს არჩევნებში ჩაერევა.
წყარო: infoanalytical.ge