ილია დარჩიაშვილი – საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.
საქართველო შედის უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ჩვენ ძალას არ დავიშურებთ, რომ დაგიბრუნოთ შევსებული კითხვარი, გავლილი პროცედურების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.
– „საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ამ კითხვარზე, რათა შევასრულოთ ეს“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
წყარო: ptn.ge