გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნია.
„ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად კიევში ჩასვლა გვსურდა, რათა უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი დაგვეფიქსირებინა. მე მზად ვიყავი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ კიევში ეს არ სურდათ“, – აღნიშნა პოლონეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა.
მანამდე გერმანულმა გამოცემა Bild-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კიევში ჩასვლა სურდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ ისურვა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა არ სურს გერმანელი პოლიტიკოსის წარსულში რუსეთთან კავშირების გამო.