კანადამ რუსეთის თავდაცვის სექტორთან აფილირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის თავდაცვის სექტორის 33 კომპანიას ეხება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ომში დახმარებას უწევდნენ.
“აღნიშნული სუბიექტები წარმოადგენდნენ ირიბ ან პირდაპირ დახმარებას რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და შესაბამისად, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის უაზრო ომით გამოწვეული ტკივილისა და ტანჯვის თნამონაწილენი არიან. […] კანადა აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, საერთაშორისო პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინირებასა და ახალი ზომების შესაძლებლობების ძიებას”. – წერია ოფიციალურ განცხადებაში