ზუგდიდის თეატრი 154 წლისაა

ზუგდიდის თეატრს დაარსებიდან 154 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს ზუგდიდის მერი დასის წევრებს ულოცავს.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდის მშენებარე თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ მომავალ წელს თეატრი იუბილეს ახალ შენობაში იზეიმებს.

ზუგდიდის ახალი თეატრის პროექტს ფონდი „ ქართუ“ ახორციელებს. ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება ორი დარბაზით. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების და გახმოვანების უახლესი აპარატურა.