პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ლიკა ბასიალაია-შავგულიძე კი არა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 13 აპრილს, გაიმართა.
პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი პირი უნდა შეერჩია. მათგან ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი, ლაშა ტუღუში — სახალხო დამცველის, ხოლო ლიკა ბასილაია-შავგულიძე კი ენმ-მ წარადგინა.
კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ უმრავლესობა შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდა, რადგან ენმ ვასილ მაღლაფერიძეს მხარს არ უჭერდა.
„ჩვენ გქონდა მცდელობა, რომ საპარლამენტო ტრადიციის შესაბამისად, ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურის წარმდგენ ოპონენტებს ჩვენი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, რაზეც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ მათ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ“, — განაცხადა მდინარაძემ.