გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციის მოსაზრება, რომ სააკაშვილი თითქოს პოლიტპატიმარია, ეს არ არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და სჯობს, რომ ასეთი ტიპის სპეკულაციებს თავი დავანებოთ.
სჯობს, სპეკულაციებს თავი დავანებოთ და ოპოზიციამ დასკვნაში არსებული ის მიმართულებები წაიკითხოს, რაშიც შეიძლება სამომავლოდ ვიმუშაოთ, მათ შორის ამერიკასთან. თუ ამაში ოპოზიცია დაგვეხმარება და ჯანსაღად კრიტიკული იქნება, ეს იქნება კარგი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანია იმითაც, თუ რას უნდა მიაქციოს საქართველომ სამომავლოდ ყურადღება.
– “ჩვენთვის ეს ანგარიში არის ის, რომ წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული რეფორმები გატარდა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ანგარიში მნიშვნელოვანია იმითაც, თუ რას მივაქციოთ სამომავლოდ ყურადღება, რადგან ამერიკასთან თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, მათი დასკვნა სამომავლო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. ანგარიშში არსებული ფაქტები ინტერპრეტირებული რომ არ ყოფილიყო, განვმარტავთ, ოპოზიციის მოსაზრებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ეს არ არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. სჯობს, სპეკულაციებს თავი დავანებოთ და ოპოზიციამ დასკვნაში არსებული ის მიმართულებები წაიკითხოს, რაშიც შეიძლება სამომავლოდ ვიმუშაოთ, მათ შორის ამერიკასთან. თუ ამაში ოპოზიცია დაგვეხმარება და ჯანსაღად კრიტიკული იქნება, ეს იქნება კარგი” – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
წყარო: 1tv.ge