შოთა აფხაიძე RT-ის ეთერში: “რუსეთის ხელისუფლება ჰუმანურობას იჩენს, მაგრამ საჭიროა ‘აზოველების’ განადგურება ყველა საშუალებით!”

ქართველმა პოლიტოლოგმა, საერთაშორისო სამართლის და ისლამის საკითხების სპეციალისტმა, შოთა აფხაიძემ, მონაწილეობა მიიღო Russia Today-ს გადაცემაში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარ ოპერაციას მიეძღვნა. იმავე ეთერში გამოვიდნენ ასევე სხვა სტუმრები, მათ შორის, უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკოლაი აზაროვი და კჰბ-ს სპეცდანიშნულების რაზმის “ალფას” ვეტერანი,  სერგეი გონჩაროვი. ყურადღება მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებული ნაცისტური “აზოვის” ბატალიონის ბედს მიეძღვნა.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ წინააღმდეგობის ერთი რეალური კერა დარჩა მარიუპოლში – ქარხნის მიწისქვეშა გვირაბები და სარდაფები. “აზოველების” განადგურება ამ პირობებში, თუკი ისინი არ დანებდებიან, შესაძლებელია სპეციალური საშუალებებით, მაგალითად, მხუთავი აირის გამოყენებით. მაგრამ, რამდენად ჰუმანურია ასეთი მეთოდების გამოყენება? – ისმის კითხვა.

შოთა აფხაიძემ გააგრძელა სერგეი გონჩაროვის აზრი და მკაფიოდ განაცხადა: “რუსეთის ხელისუფლების ჰუმანიზმის გამოხატულებაა, რომ ჯერ კიდევ არ გაანადგურეს მიწისქვეშეთში მყოფი ‘აზოველები’. მაგრამ, საჭიროა მათი განადგურება ყველა მეთოდით, თუკი არ დაემორჩიელებიან კაპიტულაციის მოთხოვნებს. რუსები არასოდეს დავლენ მათ დონეზე და არ გამოიყენებენ იმ წამების მეთოდებს, რასაც ისინი აკეთებდნენ, მაგრამ გაზის გამოყენება საჭიროა, რათა ისინი გამოვიდნენ გვირაბებიდან”.

პოლიტოლოგმა ასევე ყურადღება გაამახვილა “აზოველების” სისასტიკეზე და მათ ხელოვნურად მართვადობაზე. აფხაიძემ ისინი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს შეადარა:

“მათ არაფრის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, “აზოველებს” არ  გააჩნიათ არც საამისო ტვინი, არც ფინანსები და არც სხვა საშუალებები. ყველაფერი ერთი რეჟისორისგან მოდის, ისევე, როგორც ალეპო, მარიუპოლი, კიევი, ბუჩა და სხვა, ერთი რეჟისურაა. ინსტრუქტორები, რომლებიც სირიაში ამზადებდნენ “ისლამურ სახელმწიფოს”, ამზადებდნენ და მართავენ კიდეც “აზოვს”. საუბარია ბრიტანელ, ამერიკელ, ფრანგ სპეცსამსახურების თანამშრომლებზე. … რუსეთმა დაასწრო მათ, თორემ იგეგმებოდა ამ ომის გამართვა რუსეთის ტერიტორიაზე”… – აღნიშნა შოთა აფხაიძემ.

გთავაზობთ გადაცემის ვიდეო მთლიანად, რომელშიც საუბარია ასევე მარიუპოლში სავარაუდოდ არსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე, უცხოელ ჯაშუშებსა და დაქირავებულ მებრძოლებზე. განსაკუთრებით საყურადღებო ადგილები ზემოთ განხილულ საკითხებზე, იხ. 46-ე წუთიდან: