(ვიდეო) – “იმედმა” ადეიშვილი უკრაინაში, ჰააგის პროკურორთან ერთად “იპოვა”

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა, უკრაინაში “იპოვა” ყოფილი გენერალური პროკურორი, ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, ისედაც ყველასათვის ცნობილია, რომ უკრაინაში უპრობლემოდ გადაადგილდება.

“იმედის” ჟურნალისტი ჰყვება, რომ ზურაბ ადეიშვილი მან ბუჩაში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, კარიმ ხანთან და უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ნახა.

ზურაბ ადეიშვილს “იმედის” ჟურნალისტმა ჰკითხა ბრალდებებზე, ქართული ოცნების განცხადებებე და დაწინაურებაზე, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა, რომ “პრორუსულ ტელევიზიას ინტერვიუს არ აძლევს.

“იმედს” კომენტარი მისცა ჰააგის პროკურორმა, რომელმაც თქვა:

“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების პროცესში, ჩვენ ძალიან კარგი მოკავშირე გვყავს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ, ვინ არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილია, შემდეგ კი მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტლება. გუნდი დაკომპლექტებულია სასამართლო ექსპერტიზისა და მეცნიერების წარმომადგენლები, სასამართლო ანთროპოლოგებით, ანალიტიკოსებით, გამომძიებლებით, ავდოკატებით. შეგიძლიათ გითხრათ, რომ რეალობას სიყალბისგან განვასხვავებთ. უნდა მივყვეთ მტკიცებულებებს, რომლებსაც წყალი არ გაუვა – მოთმინება და ყურადღებით მუშაობა გვმართებს.”

აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, პარტია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი კარგი მენეჯერია, და თქვა:

“პროკურატურა და სასამართლო იმ თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ხელფასზე იყვნენ დამოკიდებულნი, ჩვენ ეს პოზიტივი მივიღეთ და ამით წარმატებით ვსარგებლობთ. ზევიდან კარნახი რაც იყო, პოლიტიკური ნება ჩაიხსნა. შეკვეთებს ღებულობდა ადეიშვილიც და რა თქმა უნდა მისი ბრალეულობაცაა, რომ ასრულებდა, მაგრამ შეკვეთები იყო ეს არ იყო მისი იდეოლოგია. ისიც კი ძალადობას განიცდიდა. ეს არის ჩემი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.”