რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა ვიდეოთათბირი გამართა მთავრობის ენერგეტიკული და საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის წევრებთან. განხილვის მთავარი თემა – დასავლეთის ქვეყნებში ექსპორტზე გასული რუსული გაზისა და ნავთობის საფასურის ამოღების ფორმები და მექანიზმები.
“ყველაზე უფრო არამეგობრული ქვეყნებიდან საფასურის გადმორიცხვები ჭიანურდება” – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამიტომ, პუტინმა ყველას შეახსენა, რომ უკვე დასახულია ამოცანა, ენერგორესურსების საფასურის გადახდა მოხდეს რუსულ ეროვნულ ვალუტაში. რუსეთი თანდათან ჩამოიშორებს ევროსა და დოლარს.
ამ შემთხვევაში, დასავლური ბანკები ვეღარ შეძლებენ გადარიცხვების გაჭიანურებას, როგორც ახლა აკეთებენ.