საბერძნეთი წყვეტს უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებას – განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს პანაიტოპულოსმა.
მისი სიტყვებით, დიდი რაოდენობით შეიარაღების გადაცემა უკრაინისათვის საბერძნეთის თავდაცვისუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს, განსაკუთრებით, კუნძულებზე – იუწყება უკრაინული გამოცემა “კორესპონდენტ.ნეტ“.
ვერაფერს ვიტყვით – ბერძენი მინისტრის ნათქვამში ლოგიკა აშკარად არის. ბერძნებს თურქეთის უფრო ეშინიათ, ამიტომ ანტირუსული მასკარადის გაგრძელება აღარ უნდათ.
აქამდე საბერძნეთმა უკრაინას სამხედრო ტვირთით სავსე ორი სატრანსპორტო С-130 ტიპის თვითმფრინავი გააგზავნა. ტვირთს შრის იყო ანტისაჰაერო მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც.