როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა.
„ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში.
თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
“ნეტგაზეთი”