ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი წყობიდან გამოიყვანა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გაღიზიანებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრა არ მოისურვა. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა, RBB-ს საზოგადოებრივ რადიოში ისაუბრა.

“პრეზიდენტს სურდა უკრაინაში წასვლა და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა. კარგი იქნებოდა, რომ ის კიევში მიეღოთ. არ მინდა დამატებითი კომენტარის გაკეთება. ცოტა გამაღიზიანებელია, ძნელია ამაზე ზრდილობიანი იყო”, – თქვა შოლცმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის თავად კიევში ვიზიტს, შოლცმა თქვა, რომ ის უფრო რეგულარულ კონტაქტშია ზელენსკისთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი.

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად აპირებდა კიევში ჩასვლას, თუმცა გერმანულმა გამოცემა Bild-მა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურ​და.

 

“რეზონანსი”