რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალების პროვოკაციებს განახლებული სარაკეტო შეტევებით უპასუხებს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ი ავრცელებს.
“კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა ან დივერსია კიევში სარაკეტო შეტევების რაოდენობას გაზრდის ” – განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.