მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარე და განმარტა, რომ მტკიცებულებები ადასტურებს იმასაც, რომ ჭელიძემ და კაველაძემ დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად. მათ შორის – „ისინი საათობით იმყოფებოდნენ იმ ანძასთან, რომელიც ნიკო კვარაცხელიას ემსახურებოდა – ეს უტყუარად მიუთითებს მათ ტერიტორიაზე ყოფნას“. ამასთანავე, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ქუჩის სათვალთვალო კამერების ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარება) დაიწყო.
“ნეტგაზეთი”