ჯეიკ სალივანი: აშშ ახალი ზომების მიღებას გეგმავს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად

აშშ ახალი ზომების მიღებას გეგმავს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენი ყურადღება უახლოეს დღეებში გამახვილდება თავის არიდებაზე. ვფიქრობ, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ისინი გახდებიან ჩვენი სამიზნე“, – თქვა სალივანმა.

სალივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერმა მცდელობამ, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, შეიძლება დასავლეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს.

„აშშ არ მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, თუ რუსები, ცხადია, განახორციელებენ დარტყმას ნატო-ს ტერიტორიაზე, სადაც აღჭურვილობა გროვდება, ეს გამოიწვევს ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედებას და რაც სრულიად შეცვლის თამაშის წესებს“, – განაცხადა სალივანმა.