შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი გაიწმინდება ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან.
დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია და კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.
დასუფთავების ღონისძიება ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. ადგილზე ასევე, მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.
“რეზონანსი”