ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ მზად არის ათი წლის განმავლობაში წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, განაცხადა , რომ უკრაინელი ლიდერისთვის ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდება.
მისივე თქმით, ზელენსკის შეუძლია საკუთარ უფროს ძმასთან, ბაიდენთან ჩავიდეს და ხელი ჩამოართვას.
“მოვისმინე, რომ ზელენსკი მზადაა რუსეთთან 10 წლის განმავლობაში იბრძოლოს. სულელო, ამდენი დრო არ გვაქვს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ შენთან. მგონი შიზოფრენია გაქვს, წადი შენს უფროს ძმას ბაიდენთან და ერთმანეთს ხელი ჩამოართვით“, – განაცხადა კადიროვმა.
შაბათ-კვირას, ზელენსკიმ განუცხადა CNN-ს, რომ უკრაინას შეუძლია „ათი წელი ებრძოლოს რუსეთს. მან მოუწოდა დასავლეთს დააჩქაროს იარაღის მიწოდება, რომელიც „საჭიროა დღეს ან ხვალ და არა ორი ან სამი თვის განმავლობაში“.