ავსტრიის კანცლერი: ავსტრია რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტას, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლებს

ავსტრია რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტას, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლებს, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.

ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.

„ასე რომ, შეუძლებელია ეს დღეს ან ხვალ მოხდეს“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.