რუსი ჯარისკაცები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, ქუჩებში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს – ლუგანსკის ადმინისტრაცია

რუსეთის არმიის ჯარისკაცები ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ და ქუჩებში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, საბრძოლო მოქმედებების გამო, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.