“ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს”

“ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს”.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელებისთვის თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე “პოლიციის ქალაქს” ააშენებენ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი და შს მინისტრის სურვილი იყო.

“ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დვიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული იდეა განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე განთავსებული პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა, აღნიშნული ბაზა გადატანილ იქნა სხვა ადგილას, ასე რომ, ამ ადგილზე აშენდება 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, ერთ კვადარტულ მეტრზე დაახლეობით 100 დოლარს გადაიხდიან პოლიციელები, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს:

“პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ას დოლარს გადაიხდიან (ეკვივალენტი ლარებში) ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს დამატებით მოტივაციის მიმცემი ჩვენი პოლიციელებისთვის.

ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება ყველა პოლიციის შენობის, ასევე, ბაზების რეაბილიტაცია და განახლება.

წყარო: accentnews.ge