საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას.
„ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება”, – თქვა მაკრონმა.