იაპონიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებს გაუგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მთავრობას მიაწოდოს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან დამცავი სკაფანდრები და ნიღბები, ასევე დრონები,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
უწყებაში აცხადებენ, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.
„უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება, ამიტომ იაპონიის თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას,“- ნათქვამია ინფორმაციაში.