კაცი ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ უნდა იყო!
ყოველთვის!
ყოველთვის უნდა ეწინააღმდგებოდე!
ყოველთვის!
მასა იდეოლოგიური გამოთაყვანების მსხვერპლია?!
ყალბი ორიენტირების მიმდევარია?!
მორჩილი და იოლად მართვადია?!
თვალებგადმოკარკლული იდიოტები მხსნელები ჰგონია?!
აგრესიული და უტიფარი ნაძირალები გახდნენ
დიდიან-პატარიანად, ქალიან-მამაკაციანად?!
თავში ქვა უხლიათ, – ყველას ერთად!
სიშლეგე შიგნიდან ღრნის ადამიანს და სულიერად ამახინჯებს!
ნახეთ, რას დაემსგავსნენ!
უსუსურობამ იცის სულის სიმახინჯე და გონებადამთხვეულობა!
ინდივიდუალური პროტესტი ის სინათლეა, რომელიც
სხვა მრავალ სინათლეს აჩენს!
ინტელექტუალი ყოველთვის ფრონდიორი იყო!
მის ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებელ პასუხისმგებლობაშია გასაღები: მომავლისა და
იმ ქვეყნის წინაშე პასუხიმგებლობაში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია!
ეს არაადავალებითი წინააღმდეგობაა!
ეს ცხოვრების წესია!
დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი