ყაჩაღობაში ბრალდებულს 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშვედ ცნო.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ი.ტ. ქ. თბილისში სს „ნიკორა ტრეიდის“ ერთ-ერთ ფილიალში თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ი.ტ. 2021 წლის 13 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: accentnews.ge