სერგეი შოიგუ – აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ

აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდება “ნათლად აჩვენებს დასავლეთის განზრახვას, მოახდინოს კიევის რეჟიმის პროვოცირება იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ“.

შოიგუმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის „გათავისუფლების“ გეგმას ახორციელებენ.

“რუსეთის არმია ასრულებს უმაღლესი სარდლის მიერ დასახულ ამოცანებს. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების განთავისუფლების გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება”, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.