“წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსაო”- ბოლომდე გაწირა მსოფლიომ უკრაინა

მოდით რეალურად შევხედოთ არსებულ მდგომარეობას,რეალურად შევაფასოთ ის,რაც დღეს უკრაინაში ხდება…

ჩემი აზრით ბოლომდე გაწირა მსოფლიომ უკრაინა….”წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსაო” ნათქვამია…ვერ ვხედავ ,რომ რომელიმე ქვეყანა ცდილობდეს ომის შეჩერებას,რომელიმე ქვეყანა წუხდეს უკრაინის მოვლენებზე…მხოლოდ იარაღით დახმარებაზე საუბრობენ და არანაირად მშვიდობიან მოლაპარაკებას არ ახსენებენ.. არ მწამს და არ მჯერა არცერთი ქვეყნის..არც მათი ვითომ სანქციების და არც მათი ტყუილი შეშფოთების….ამასობაში იხოცება უდანაშაულო ხალხი და რა..ვიღაცის დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯების გამო ოჯახები იღუპება,ნადგურდება?
დიდი დაფიქრება და სიფრთხილე გვმართებს..ჩვენ ერთ მუჭა ერს რა სანქციების დაწესება შეგვიძლია ამხელა რუსეთის მიმართ? მაშინ როცა ჩვენზე ათჯერ დიდი უკრაინა ვერაფერს ხდება, მარტოდ დარჩენილი რუსეთის წინააღმდეგ..ხო და ცოტა გონებას მოუხმეთ,ვინც რუსეთუმეს ძახილით ყვრიმალები დაიბერეთ,ვინც მოღალატეს უწოდებთ საკუთარ თანამოქალაქეებს….არაფერ შუაშია რუსეთუმეობა, მაგალითი წინ გვიდევს უკრაინის,თუ რა საშინელ დღეშია სახელმწიფო….ამიტომ მოეშვით ზედმეტ პრეტენზიებს და იმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ,თორემ ისევე გაგვწირავს ამერიკა და ევროპა,როგორც უკრაინელი ხალხი გაწირა…

თეა ბარნაბიშვილი; სოციალური ქსელი