გიორგი ბოტკოველი – მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ეს ვადამდელი არჩევნებია”

გიორგი ბოტკოველი – მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ეს ვადამდელი არჩევნებია, ბრძოლის ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, ამ ყველაფერში ერთობას ალტერნატივა არ აქვს.

ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ვადამდელი არჩევნებია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ოპოზიციური ძალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო, ბოტკოველმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკითხთან დაკავშირებით რა განცხადებას გააკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა განცხადებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი. წინასწარ არ შემიძლია, ვისაუბრო, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ვადამდელი არჩევნებია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ოპოზიციური ძალა. ყველამ გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი ინტერესი და საერთო ინტერესისთვის გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. სწორედ ვადამდელი არჩევნები გადაარჩენს ამ ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, თუ რა მდგომარეობაში ჩააყენა ეს ქვეყანა ხელისუფლებამ. მთლიანად ჩამოანგრია ეკონომიკა, გააცამტვერა თუ რამე დემოკრატიული არსებობდა ამ ქვეყნაში, ხელში ჩაიგდო, უზურპაცია მოახდინა ყველა ინსტიტუტის, რომელსაც შეიძლება, რაიმე სამართლიანი ეთქვა. გარეთ ყველანაირად ჩამოანგრია ქვეყნის ავტორიტეტი. ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ფორმით. ვფიქრობ, ერთობას ამ ყველაფერში ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს არის მთავარი გასაღები ხელისუფლების დამარცხებისთვის“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

წყარო: newposts.ge