გუშინ, 19 აპრილს, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დამატებით საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო.
მისი თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო თვითმფრინავების ნაწილები, რაც კიევს დაეხმარება არსენალში არსებული დაზიანებული და უფუნქციო თვითმფრინავები შეაკეთოს.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 56 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.
უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.
“ნეტგაზეთი”