ნაომარ მარიუპოლში, ნომერ 53 სკოლაში სწავლა განახლდა! იხილეთ კადრები სკოლიდან

ნამდვილად კარგი ამბებიც მოდის მრავალნატანჯი დონბასის მიწიდან. ქალაქი მარიუპოლი, რომელიც გადამწვარ-გადაბუგულია, ინარჩუნებს რესურსს, რომ ადამიანური ცხოვრება განაახლოს. სწავლის განახლება ქალაქის გათავისუფლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 53-ე სკოლა ჯერ-ჯერობით ერთადერთია ქალაქში, რომელმაც სწავლა განაახლა და სადაც 400-იოდე ბავშვი მივიდა, მაგრამ მალე სხვა სკოლების თანდათანობითი გახსნაც იგეგმება. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგები და სასწავლო მასალა საკმარისია, სწავლება პროგრამის მიხედვით აღდგება. ახლა პედაგოგებს აღარ შეეშინდებათ მშობლიურ რუსულ ენაზე სწავლება და საუბარი, ბავშვებიც კმაყოფილები ჩანან.