ქალაქები კრემენნაია და რუბეჟნოე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლს ქვეშ გადავიდნენ

გუშინ გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ქ. კრემენნაია უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დატოვეს, დადასტურდა. ქალაქის ადმინისტრაციის თავზე რუსული დროშა აფრიალდა.

კრემენნაიაში უკრაინელებმა მიატივეს სამხედრო ტექნიკა და რამდენიმე ობიექტი ააფეთქეს. ერთი ხიდი, მიუხედავად იმისა, რომ დანაღმეს, არ აფეთქდა.

ასევე მოვიდა ცნობები, რომ რუსული და ლუგანსკის ჯარები რუბეჟნოეში შევიდნენ. კადიროვის ჩეჩენი ჯარისკაცები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც რუბეჟნოეს შესასვლელი ჩანს, ქალაქის დასახელებაზე რუსული და ჩეჩნური დროშები ფრიალებს. გარშემო სიწყნარეა, არ ჩანს ბრძოლის კვალი, არ ისმის სროლების ხმა, რაც იმის ნიშანია, რომ რუბეჟნოეს ნაწილი მაინც რუსების სრულ კონტროლს ქვეშაა.

ასევე ვრცელდება ჯერ არავერიფიცირებული ინფორმაცია, რომ უკრაინელები სევეროდონეცკსაც ტოვებენ. კრემენნაია და რუბეჟნოე სწორედ სევეროდონეცკთან მისადგომი პლაცდარმებია. სევეროდონეცკი თუ დაეცა, შემდეგი მიზანი იქვე მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი იქნება, რაც ე. წ. ლისიჩანსკის უკრაინული სამკუთხედის ლიკვიდაციას გამოიწვევს.