„საქართველოს საპატრიარქო სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეყურებთ გულგრილად, ზოგიც – სიხარულით“, – წერს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
„კაცი სასამართლო დარბაზში, პირდაპირ ეთერში კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა. „ქართულო ოცნება“, თქვე მწამებლებო, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერთ მაგ კითხვარში, ან საერთოდ, ჩაწერთ თუ არა რამეს?! ზუსტად მაგიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ შანსი არ ჰქონდეს საქართველოს არსად და არასდროს, პუტინის რუსეთის გარდა. საქართველოს საპატრიარქო, სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეჰყურებთ გულგრილად, ზოგიც – სიხარულით“, – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.