მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე, ბოევიკები და დაქირავებულები აგრძელებენ დამალვას. 20 აპრილს რუსეთმა მათ იარაღის ნებაყოფლობით დაყრის კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა. ჰუმანიტარული დერეფნები რამდენიმე საათია გახსნილია. სხვა დასახლებებში ჩვენი ჯარები მაღალი სიზუსტის რაკეტებით ზიანს აყენებენ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას. დღეში ათასზე მეტ ობიექტს ურტყამენ.
მოსკოვის დროით 20 აპრილის 14:00 საათიდან მარიუპოლის “აზოვსტალის” გარშემო დუმილის რეჟიმი გამოცხადდა. გასასვლელად გაიხსნა ხუთი მიმართულება. ეს არის კიდევ ერთი შანსი ნაციონალისტებისთვის, დაყარონ იარაღი. და დრო დაფიქრებისთვის. მთელი ღამე ინდუსტრიული ზონა ავიაციისა და არტილერიის ძლიერი ცეცხლის ქვეშ იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 35 საზღვაო ქვეითი ჩაბარდა, კიდევ ხუთი ჯარისკაცი გამოვიდა ცალკე ჯგუფის სახით. შეიძლება მეტი ასეთი შემთხვევა იყოს. მაგრამ მარიუპოლში აღმოაჩინეს არაერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ზურგში ნასროლი ტყვიებით დახვრეტილი. მათ თან ბროშურებით ჰქონდათ, იარაღის დაყრისკენ მოწოდებებით. ნაციონალისტების მეთაურებს ესმით, რომ ტყვეობის შემდეგ მათ ელით ტრიბუნალი. ჩვენების შეგროვება შესაძლებელია მარიუპოლის ქუჩებში.
კიდევ რამდენი ხანი შეუძლიათ რადიკალებს, გაძლონ ინდუსტრიულ ზონაში, უცნობია. დასავლურ მედიაში გაჩნდა „აზოვსტალის“ სქემა. საბჭოთა საწარმო აშენდა შესაძლო ბირთვული ომის გათვალისწინებით. მიწისქვეშა თავშესაფრები გათვლილია 40000 მუშაზე. მიწისქვეშა ბეტონის დაქსაქსული გვირაბები თითქმის იმხელა ფართობს იკავებს, რამდენსაც საკუთრივ ქარხანა მიწის ზედაპირზე. მაგრამ ნაციონალისტებს საკვები და საბრძოლო მასალა ეწურებათ, შესაძლოა სასმელ წყალთან დაკავშირებითაც ჰქონდეთ პრობლემები. ამიტომ ისინი დროის გაჭიანურებას ცდილობენ, მეზობელი ქვეყნების დახმარების იმედით.
“შეიძლება, დარჩენილი გვქონდეს ბოლო დღეები ან თუნდაც საათები. მტრის დაჯგუფება ათჯერ აღემატება ჩვენსას. ჩვენ გთხოვთ, გამოგვიყვანოთ. გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ასეთი მიმართვა ჩაწერა და გაავრცელა სერგეი ვოლინსკიმ.
18 აპრილიდან მოყოლებული, ეს ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის მეთაურს, თუმცა ეს ბრიგადა რეალურად აღარ არსებობს. ნამდვილმა მამებმა-მეთაურებმა გადაარჩინეს საზღვაო ქვეითთა სიცოცხლე – ერთი კვირის წინ მათ მებრძოლებს იარაღის დაყრა უბრძანეს. შემდეგ ათასზე მეტი ადამიანი დანებდა. ინდუსტრიულ ზონაში რჩებიან „აზოვის“ რადიკალები და მათთან მიკედლებული ნაციონალისტები. ის, რომ მათ მესამე ქვეყანაში გაქცევა სურთ, შესაძლოა ირიბად ადასტურებდეს, რომ მათ შორის უცხოელებიც არიან.
კიევიდან მათ ვერავინ გადაარჩენს – რადიკალების მხარდამჭერებმაც კი შეწყვიტეს ამის დაჟინება.
“რაც შეეხება დებლოკადას. მე უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დებლოკადა შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს არა მხოლოდ სურვილს, არამედ ძალთა რეალურ განლაგებას”, – განაცხადა ანდრეი ბილეცკიმ [“აზოვის” დამაარსებელი].
ძალების რეალური განლაგება შეიძლება გავიგოთ სააგენტო Bloomberg-ის პროგნოზებიდან. ჟურნალისტებმა დასკვნები დონბასში მდებარე ქალაქ კრემენნაიას განთავისუფლების შემდეგ გააკეთეს. იქ უკვე ფრიალებს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დროშები.
„რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს ტერიტორიები, მათ შორის ქალაქი კრემენნაია. უკრაინულ ჯარებს რუსეთის ახალი შეტევის შემდეგ ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებათ. შედეგად, რუსებს შეუძლიათ ალყა შემოარტყან ტერიტორიას აღმოსავლეთ ფრონტის ზედა ნაწილში, რომელიც მოიცავს რეგიონში მყოფი უკრაინის ჯარების 40%-მდე ნაწილს“, – ნათქვამია Bloomberg-ის განცხადებაში.
ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუბიჟნე-სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის სამკუთხედის დატოვება დაიწყეს. აშკარად ხვდებიან, რომ ფლანგებიდან შეტევის გამო უკვე სერიოზული რისკის ქვეშ არიან და შეიძლება “ქვაბში” მოექცნენ. თუმცა, ტაქტიკური უკანდახევა, რომლის დროსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე ააფეთქებენ ხიდებს, არ ხსნის ალყაში მოქცევის საფრთხეს. რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ზუსტი დარტყმების მიყენებას. ვიდეოში ნაჩვენებია Su-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენების მუშაობა.
„ნოვოვორონცოვკასა და კისლევკას რაიონებში მაღალი სიზუსტის რაკეტების დარტყმის შედეგად განადგურდა უკრაინის ჯარების 40-მდე პირადი შემადგენლობა, ასევე შვიდი სამხედრო ტექნიკა. სამხედრო კოსმოსური ძალების მიერ, ღამის განმავლობაში, განადგურდა უკრაინის 73 სამხედრო ობიექტი“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
წინააღმდეგობის გაწევისას რადიკალები აღარაფერს გაურბიან – მათ ერთ-ერთი პოზიცია სასაფლაოზე მოაწყეს. ცოცხლებს კი ისინი მოკვლით ემუქრებიან. ხერსონში უცნობმა პირებმა დახვრიტეს ბლოგერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთს.
პიოტრ ვერშინინი (“ტვ ცენტრი“)
ვიდეო , როგორ იხვეწება უკრაინელი მეთაური “აზოვსტალის” ბუნკერიდან და თავს როგორ აცოდებს საზოგადოებას: