დავით ნარმანიამ ორი მთავარი ელექტრონული სიახლის შესახებ ისაუბრა

სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორი მთავარი ელექტრონული სიახლის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სატელეფონო მომსახურებას და ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპს გულისხმობს. აგრეთვე ბრიფინგზე დაანონსდა აპლიკაციის შექმნაც, რომელიც კომუნალური ინფორმაციის მიღებას და თანხის გადახდას კიდევ უფრო გაამარტივებს.

“თითოეულ მოქალაქეს, რომელიც არის კომუნალური სერვისის მიმღები შეუძლია მობილური ტელეფონის მეშვეობით *303# და OK-ზე დაჭერით გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება უფასოდ შესაბამის ოპერატორთან და მიიღებს სხვადსხვა ინფორმაციას კომუნალურ სერვისებზე.

მეორე სერვისი, რომელიც ჩვენ ასევე დავნერგეთ, ეს არის იუსტიციის სახლში ერთი ფანჯრის პრინციპი, როცა ადამიანი ყიდის საცხოვრებელ სახლს, ბინას ან იჯარით გასცემს მას, ასეთ შემთხვევაში იქვე საჯარო რეესტრში შეუძლია გადააფორმოს აბონენტები როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზმომარაგებასა და წყალმომარაგებაზე,” – ამბობს დავით ნარმანია.

“რ2”