მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ, დონეცკის მხარეში ლეგენდარული შტურმ-ბატალიონი “სომალი” (მეთაური – ტიმურ კურილკინი, იგივე “ბაიკოტ”, რომელსაც “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის” წოდება აქვს) ქალაქიდან გადის. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, “სომალი” დონბასის სხვა ნაწილების გასათავისუფლებლად გაემართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მარიუპოლის გათავისუფლება ოფიციალურად უპატაკა. მცირერიცხოვანი უკრაინელების რაზმები ფოლადის ქარხანა “აზოვსტალის” იატაკქვეშეთში იმალებიან. ქარხნის ზედაპირი დონეცკელი და რუსი მებრძოლების მიერ კონტროლდება, მათ ეხმარება ჩეჩნური რაზმიც. პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა მინისტრ შოიგუს, არ განახორციელოს ქარხნის იატაკქვეშა ბუნკერების უაზრო შტურმი და დაზოგოს ჯარისკაცების სიცოცხლე. სამაგიეროდ, უკრაინელები ალყაში იქნებიან მანამ, სანამ არ დანებდებიან ან შიმშილით არ დაიხოცებიან. ქალაქის მშვიდობიან ფუნქციონირებას ისინი ხელს ვეღარ შეუშლიან.