გასულ წელთან შედარებით, დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია

Freedom House – გასულ წელთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია.

Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ (Nations in Transit), რომელიც 29 ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია.

საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და ის შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ერთი ქულით არის დაქვეითებული.

რეიტინგის თანახმად, დემოკრატიის მაჩვენებელი 3,18-დან 3.07-მდე, საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი 2,50-დან 2,25-მდე, სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის რეიტინგი 2,75-დან 2,50-მდე შემცირდა.

წყარო: accentnews.ge