მაისიდან მეტროსა და ავტობუსში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი.
მაისიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვილებები დედაქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ ბანკს შეეძლება საკუთარ კლიენტს შესთავაზოს:
– საკუთარი ბარათით ერთჯერადი გადახდის სისტემა 90 წუთის განმავლობაში ე.წ. უფასო გადაჯდომა;
– მერიის მიერ შემუშავებული აბონებემენტების საკუთარ ბარათზე გააქტიურება.
მხოლოდ პენსიონრებისთვის იცვლება შეღავათიანი ბარათების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონრების მომსახურე ბანკი (ამ შემთხვევაში “ლიბერთი ბანკი”) გადაწყვეტს, რომ შეღავათიანი სერვსი შესთავაზოს, ამაში მას “საქართველოს ბანკი” არ შეზღუდავს.
რაც შეეხება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ა.შ. მათ აუცილებლად დასჭირდებათ “საქართველოს ბანკის” ან სახელმწიფო უწყების დამზადებული ბარათები.
თბილისში განახლებული სატრანსპორტო სისტემა და ტარიფები 1 თებერვლიდან ამოქმედდა. ამ დრომდე ერთჯერადი გადახდა შესაძლებელია მხოლოდ “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “მეტრომანის” ბარათებით. დღევანდელი მოცემულობით, სააბონემენტე სისტემის გასააქტიურებლად აუცილებელია დამატებითი ბარათის ყიდვა.
წყარო: ptn.ge