რუსეთი ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს

რუსეთი ბალტიის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის საკონსულოებს ხურავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, საელჩოების დახურვის მიზეზი ამ ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის დახმარებაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იხურება ლატვიის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და საკონსულო ფსკოვში, ესტონეთის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და მისი კანცელარია ფსკოვში. ასევე, ლიეტუვის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.

ამასთანავე, საკონსულოების ყველა თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და მათ რუსეთის ტერიტორია გარკვეულ დროში უნდა დატოვონ.