საპრეზიდენტო დებატების დროს ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი რუსეთის ხელისუფლებაზე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
სინამდვილეში, თქვენს ბანკირზე საუბრობთ, როდესაც რუსეთზე საუბრობთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა და 2015 წელს მარინ ლე პენის მიერ რუსულ ბანკში აღებული სესხი იგულისხმა.
„ეს არის პრობლემა, ქალბატონო მარინ. თქვენ დამოკიდებული ხართ რუსეთის ხელისუფლებასა და ბატონ პუტინზე“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„მან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია. მე პატრიოტი ვარ. მთელი ცხოვრება ფრანგებს ვიცავდი“, – უპასუხა მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონს.
10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა – 23,41% მიიღო.საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.